ევროპული საბჭო ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვს. განცხადებაში, რომელსაც საბჭო ავრცელებს აღნიშნულია, რომ ღაზაში კატასტროფული ჰუმანიტარული სიტუაციაა და ის განსაკუთრებით მძიმედ მშვიდობიან მოსახლეობაზე მოქმედებს.
საბჭოს მიერ გავრცელებული დოკუმენტის მიხედვით, მოსახლეობაში უპრეცედენტოდ მაღალია მსხვერპლი.
ევროკავშირის ლიდერები აღნიშნავენ, რომ მხარს უჭერენ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტას.