სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა და 14 დაიჭრა ხმელნიცკში, რუსეთის საჰაერო თავდასხმის შედეგად. ოკუპანტის იერიშს მსხვერპლი მოჰყვა ზაპოროჟიეშიც, სადაც 1 ადამიანი დაიღუპა. 3 პირი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
დაზიანებულია ზაპოროჟიეში მდებარე ჰიდრავლიკური ნაგებობები და დნიპროს ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი.
უკრაინის ტერიტორიაზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად 1 მილიონზე მეტი მომხმარებელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ვოლოდიმირ ზელენსკი კი პარტნიორებს დახმარებისკენ მოუწოდებს.
აღნიშნავს, რომ ქვეყნის წინააღმდეგ თავდასხმის დროს რუსეთმა შაჰედის ტიპის 60-ზე მეტი დრონი და სხვადასხვა ტიპის 90-მდე რაკეტა გამოიყენა.