რუსეთის სასამართლომ ალექსეი ნავალნის დედის სარჩელი არ დააკმაყოფილა

22 მარტი 2024, 08:05 267 ნახვა

ალექსეი ნავალნის დედის სარჩელი რუსეთის სასამართლომ არ განიხილა. ლუდმილა ნავალნაიას სარჩელი თავისი შვილისთვის არასათანადო სამედიცინო დახმარების გაწევას ეხებოდა.

ანტიკორუფციული ფონდის ხელმძღვანელის განცხხადებით, ქალაქ ლაბიტნანგში მდებარე სასამართლომ სარჩელი უარყო და დაამატა, რომ მოსარჩელე მხოლოდ ალექსეი ნავალნი შეიძლება ყოფილიყო.

ამასთან, რუსმა ოპოზიციონერმა არაერთხელ შეიტანა სარჩელი კოლონიების წინააღმდეგ სამედიცინო დახმარების არ არსებობის გამო.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში