ბათუმში ქართული მენიუს არქონის გამო 6 ობიექტი დააჯარიმეს

21 მარტი 2024, 20:33 653 ნახვა

ქართული მენიუს არქონის გამო ბათუმში რამდენიმე კვების ობიექტი დააჯარიმა,საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ. მათ კანონით დაკისრებული ვალდებულება არ შეასრულეს, ჯარიმა სხვადასხვა ოდენობისაა და 600-დან 2 ათას ლარამდე მერყეობს. სააგენტოში განმარტავენ, რომ ჯარიმა მოვაჭრეს, სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს. 12 თვის განმავლობაში მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას. სააგენტოს ინფორმაციით 2024 წლის იანვარი - თებერვლის თვის მონაცემებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 4 დარღვევის ფაქტი დადასტურდა.სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების არშესრულების გამო 11 მოვაჭრეს, 9 700 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა. მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 23 საქმეზე - 21 შეთანხმება გაფორმდა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში