წელს პირველად აჭარა სალაშქრო ფესტივალს უმასპინძლებს. მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების პოპულარიზაციისა და აჭარაში ლაშქრობის სტიმულირების მიზნით ფესტივალის ჩატარება ზაფხულში იგეგმება.
4 დღის განმავლობაში, ფესტივალის მონაწილე მოლაშქრეები და მოგზაურები 45 კმ საფეხმავლო მარშრუტს „ჩირუხი-ხიხანი -შუამთის ტბები - ბეშუმი - გოდერძი - ალპური ბოტანიკური ბაღი“ დალაშქრავენ.
ტურისტული ბილიკები მოიცავს ალპურ ზონას, ბუნებრივ და კულტურულ მემკვიდრეობას, ისეთს, როგორიცაა შრატიანის და შუამთის ტბები, ხიხანის ციხე, ალპური ბაღი, მწვანე ტბა, ასევე სხვადასხვა შემეცნებით და ინტერაქტიულ აქტივობას, კულინარიული მასტერკლასსა და შეჯიბრებას.
ფესტივალი სტარტს ჩირუხში აიღებს და ალპურ ბოტანიკურ ბაღში დასრულდება. სალაშქრო ფესტივალი აჭარაში პირველად ტარდება და მასში მონაწილეობა უფასოა.
მონაწილეების რეგისტრაცია მაისში დაიწყება.