რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა ელა პამფილოვამ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური კენჭისყრის შედეგები კომისიის რიგგარეშე სხდომაზე გამოაცხადა.
მოქმედ პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ხმა 76 მილიონ 277 ათას 708-მა ადამიანმა მისცა და პროცენტულად ამ რიცხვმა 87,28 შეადგინა.
საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 77,49%-ით განისაზღვრა. აბსოლუტური მაჩვენებლით არჩევნებში მონაწილეობა 87 მილიონ 576 ათას 75 ამომრჩეველმა მიიღო.
”რუსეთის თანამედროვე ისტორიაში ასეთი მაჩვენებლები არასოდეს ყოფილა”, - ხაზგასმით აღნიშნა პამფილოვამ.
რუსეთის ფარგლებს გარეთ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა 388 ათას 791-მა ამომრჩეველმა მიიღო.