საკვირაო სკოლა ხელვაჩაურში

20 მარტი 2024, 20:43 602 ნახვა

ხელვაჩაურის ახალგაზრდულ ცენტრთან არსებული საკვირაო სკოლის წევრებს დღეს სიმბოლური საჩუქრები და სერტიფიკატები გადაეცათ. მათ ცენტრის ბაზაზე ინგლისურ ენაში, ორკვირიანი სასწავლო კურსი გაიარეს. ასეთი ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სულ 20 ბავშვია. მათ ენის ცოდნის გაღრმავებასთან ერთად ისწავლეს ასევე ვიდეო-რგოლების მომზადება, რაც ორგანიზატორების თქმით, მათ სხვადასხვა უნარების განვითარებაში დაეხმარება. ხელვაჩაურის ახალგაზრდული ცენტრი მთელი წლის განმავლობაში არაერთ საკვირაო სკოლის პროგრამას ახორციელებს, რომლის მონაწილეებიც საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან. ინგლისური ენის საკვირაო სკოლის მოსწავლეები ხელვაჩაურის მერის მოადგილემ დააჯილდოვა

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში