ავლაბარში სახლის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა დილის საათებში მოხდა.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შემთხვევის ადგილას მობილიზებული იყვნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მასშველები, საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.