უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის ფრონტზე 80 სამხედრო შეტაკება მოხდა- უკრაინის გენშტაბი

20 მარტი 2024, 10:10 339 ნახვა

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის, გასული 24 საათის განმავლობაში, ფრონტზე 80 სამხედრო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მტერმა 114 შეტევა, 4 სარაკეტო და 86 საჰაერო დარტყმა განახორციელა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემიდან. რუსეთის ტერორისტული თავდასხმების შედეგად,  არიან დაღუპულები და დაჭრილები.

" ყველაზე აქტიურად ნოვოპავლოვსკის მიმართულება რჩება. გაიზარდა მტრის თავდასხმების რაოდენობა კუპიანსკის და ლიმანსკის მიმართულებით.

ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, ხერსონისა და ნიკოლაევის ოლქების 150-მდე დასახლება საარტილერიო ცეცხლის ქვეშ იყო"- განმარტავენ უკრაინის გენშტაბში.

გენშტაბის ინფორმაციით, კუპიანსკის მიმართულებით რუსებმა განახორციელეს 10 წარუმატებელი თავდასხმა თავდაცვის ძალების პოზიციებზე ხარკოვის ოლქის სინკოვკას დასახლების მიდამოში.

პარალელურად,  თავდაცვის ძალების ავიაციამ დარტყმები განახორციელა 6 ადგილზე, სადაც თავმოყრილია რუსული პირადი შემადგენლობა, იარაღი და სამხედრო ტექნიკა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი