დღეს, ბათუმში ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესში“ სასწავლო პროცესი შეწყდა, მიზეზი შენობაში არსებული ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შეტყობინება გახდა.
სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეტყობინების შესახებ აცნობეს შესაბამის სამსახურებს და შენობიდან პედაგოგებისა და სკოლის მოსწავლეების ევაკუაცია განხორციელდა.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები, ტერიტორია შეისწავლეს კინოლოგებმა.