იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „საარჩევნო კოდექსთან“ დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირეს.
მოტივირებული შენიშვნების შემდეგ კომიტეტმა კანონპროექტის პირვანდელ ვერსიას უყარა კენჭი და დაამტკიცა.
სალომე ზურაბიშვილმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს 5 მარტს დაადო ვეტო.