თელ ავივსა და იერუსალიმში ანტისამთავრობო აქციები გრძელდება

17 მარტი 2024, 10:25 433 ნახვა

თელ ავივსა და იერუსალიმში ანტისამთავრობო აქციები გრძელდება.

თელ ავივში გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა.

აქციის მონაწილეებმა მძევლების გათავისუფლებისა და ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით გზატკეცილი გადაკეტეს. ამასთან ერთად, დემონსტრანტები ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომას ითხოვენ.

მომიტინგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.

საპროტესტო აქცია გაიმართა იერუსალიმშიც.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი