შავ ზღვაში ხელოვნური ნახევარკუნძულების შექმნის მიზნით, მიწის მოწყობის სამუშაოები გრძელდება - ინფორმაციას "ამბასადორი ბათუმი აილენდი" ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შავ ზღვაში ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი კუნძულის შექმნის მიზნით, ამ ეტაპზე უკვე მოწყობილია 5 ჰექტარამდე მიწის ფართობი.
შეგახსენებთ, ბათუმში ,,ამბასადორი ბათუმი აილენდის“ პროექტი ულტრათანამედროვე გასართობ-გამაჯანსაღებელი ტიპის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის შექმნასა და მათზე ინფრასტრუქტურის მოწყობას მოიცავს.