პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის წევრის მიხეილ სარჯველაძისთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განიხილა და მხარი დაუჭირა.
„ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ 2024 წლის 11 მარტს მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე. აქედან გამომდინარე, კომიტეტს მიაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მეხუთე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მეექვსე მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის წევრს მიხეილ სარჯველაძეს ვადამდე შეუწყდეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
კომიტეტის დასკვნა საბოლოო გაწყვეტილების მისაღებად პლენარულ სხდომაზე განიხილება.