ტრამპის და ბაიდენის რევანში 

13 მარტი 2024, 10:50 510 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტმა დელეგატების საკმარისი რაოდენობა დააგროვა და დემოკრატიულ პარტიაში პრეზიდენტობის ნომინაციისთვის ბრძოლა დაასრულა. იგი  ნოემბრის არჩევნებში ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს დაუპირისპირდება, რაც თითქმის 70 წლის განმავლობაში პირველი რევანში იქნება.

ბაიდენს  1968 დელეგატი სჭირდებოდა დემოკრატიული პარტიიდან პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებისთვის. ამის შემდგომ  ბაიდენი განცხადებით გამოვიდა და აღნიშნა, რომ  ტრამპის კამპანია მიზნად ისახავს შურისძიებას და რევანშს, რომელიც  საფრთხეს უქმნის  თვით ამერიკის იდეასაც. 

ტრამპმა  რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის ნომინაცია ოთხ შტატში ჩატარებული  შიდაპარტიული არჩევნების შედეგად  მოიპოვა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში