ათასობით ადამიანი გამოვიდა სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავის ქუჩებში, უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა და გააპროტესტა სლოვაკეთის მთავრობა, რომელიც კრიტიკოსების თქმით, ძალიან დაუახლოვდა რუსეთს. პრემიერ- მინისტრ რობერტ ფიკოს მთავრობა ხელისუფლებაში გასული წლის ოქტომბერში მოვიდა.
იგი ეწინააღმდეგება ევროპის სამხედრო დახმარებას უკრაინაში, ხოლო რუსეთთთან კავშირების განახლებას ცდილობს, როგორც კულტურის, ისე პოლიტიკის სფეროებში.
მიმდინარე თვეში სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოლაპარაკება გამართა რუს კოლეგასთან, რაც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოსა და იმ ქვეყანას შორის, რომლის იზოლირებასაც ევროკავშირი ცდილობს, იშვიათი მაღალი დონის შეხვედრა იყო.