რუსულმა ძალებმა კრივი-რიჰი დაბომბეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები

13 მარტი 2024, 10:02 300 ნახვა

რუსულმა ძალებმა კრივი-რიჰში საცხოვრებელი კორპუსები დაბომბეს. დაიღუპა 3 და დაშავდა 44 ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვები. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, იერიში განხორციელდა სუმის ოლქზეც. ჭურვი მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა, არიან დაშავებულები.

კრივი-რიჰის დაბომბვას უკვე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი.

„რუსეთს საპასუხო დანაკარგებს მივაყენებთ. კრემლში უნდა ისწავლონ, რომ მათი ტერორი დაუსჯელი არ დარჩება“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში