ხე-ტყის უკანონო ჭრაზე კანონი მკაცრდება    

11 მარტი 2024, 14:09 303 ნახვა

ხე-ტყის უკანონო ჭრაზე კონტროლი მკაცრდება - კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებზე ინიციატივა მთავრობის სხდომაზე  გაჟღერდა. საქმე ეხება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ტყის გაჩეხვას. მკაცრდება კონტროლის მექნიზმებიც. ცნობისთვის  ხე-ტყის უკანონო ჭრაზე ჯარიმა გასულ წელსაც გამკაცრდა და 1000 ლარის ნაცვლად  2 000 ლარი გახდა.

განმეორების შემთხვევაში 5 ათასი ლარი. საჯარიმო  თანხას  თან ემატება გარემოსთვის მიყენებული ზიანი სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე.

რაც შეხება დაცულ ტერიტორიებს, ჯარიმა 1000  ლარით გაიზარდა.  

ცვლილება შეეხო ასევე არა მხოლოდ ხე-ტყის უკანონო  ჭრას, არამედ ტრანსპორტირების საკითხსაც. აქაც გაორმაგდა ჯარიმა და  2 ათასი ლარი შეადგინა.

ჯარიმები გამკაცრდა საქართველოს „წითელ ნუსხაში“ დაცული მცენარეების განადგურების შემთხვევაზეც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში