რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობა დაგეგმილზე სწრაფად მიმდინარეობს. ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა, რომელმაც დღეს ჯანდაცვის და ფინანსთა მინისტრებთან ერთად სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. რეგიონის მთავარი, მრავალპროფილური საავადმყოფოს მშენებლობას საფუძველი 16 მარტს ჩაეყარა, ორი თვის შემდეგ კი საძირკველი უკვე აშენებულია და წინასწარი ვარაუდით, მთავარი კარკასის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტის 22 მილიონიანი ბიუჯეტიდან ამ დროისთვის უკვე დახარჯულია 4 მილიონი. არჩილ ხაბაძის განმარტებით, მშენებლობის ხარისხის კონტროლის ვალდებულება ცალკე კომპანიას აქვს აღებული. ჯამში 170 საწოლზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ახალი საავადმყოფო ექსპლუატაციაში სავარაუდოდ, 2018 წლის დასაწყისისთვის შევა.