წიგნისა და განათლების საერთაშორისო გამოფენა დასრულდა. გამოფენაში 35 მონაწილე მონაწილეობდა, რომლებსაც სერტიფიკატები გადაეცათ.
გაიმართა მკითხველთან შეხვედრაც მწერალმა და მსახიობმა ბესო სოლომონაშვილმა საკუთარი წიგნი “ლუმპენ მილენიუმი“ წარადგინა. წიგნისა და განათლების საერთაშორისო გამოფენა წელს მეორედ ჩატარდა. მასში გამომცემლობები და საგანმანათლებლო დაწესებულებები იყვნენ ჩართული. გამოფენის ფარგლებში გაიმართა პრეზენტაციები, სადაც უნივერსიტეტებმა სასწავლო პროგრამები წარადგინეს.
წელს სიახლე დახვდათ ყველაზე პატარა დამთვალიერებლებს. გამოფენის ორგანიზატორებმა მათთვის სპეციალური კუთხე მოაწყვეს და დაგეგმეს საგანამანთლებლო-შემეცნებითი პროგრამები.
გამოფენა სპორტის სასახლეში სამ დღეს გაგრძელდა. მისი ორგანიზატორი კომპანია ექსპო-ბათუმი იყო.