თელავში, ერთ-ერთი სასტუმროს მიმდებარედ, ხევში გადაადგილების დროს, ორი მოზარდი დაიკარგა. რთული რელიეფის გამო, მათ უსაფრთხო ადგილზე დამოუკიდებლად გამოსვლა ვერ შეძლეს.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის თანამშრომლები გამოცხადდნენ. მეხანძრე-მაშველებმა მოზარდები, სპეციალური აღჭურვილობის საშუალებით, ხევიდან, 25 მეტრის სიღრმიდან უვნებლად გამოიყვანეს.
ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, მოზარდების ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი