განათლებისა და წიგნის საერთაშორისო გამოფენა

10 მარტი 2024, 14:15 532 ნახვა

წიგნისა და განათლების საერთაშორისო გამოფენა დღეს სრულდება. ამ წუთებში დასკვნითი ღონისძიება მიმდინარეობს. დაგეგმილია მონაწილეების სერტიფიკატებით დაჯილდოვების ცერემონიაც. მანამდე კი მკითხველთან შეხვედრა გაიმართა. მწერალმა და მსახიობმა ბესო სოლომონაშვილმა საკუთარი წიგნი “ლუმპენ მილენიუმი“ წარადგინა. წიგნისა და განათლების საერთაშორისო გამოფენა წელს მეორედ ჩატარდა.

მასში გამომცემლობები და საგანმანათლებლო დაწესებულებები იყვნენ ჩართული. გამოფენის ფარგლებში გაიმართა პრეზენტაციები, სადაც უნივერსიტეტებმა სასწავლო პროგრამები წარადგინეს.  წელს სიახლე დახვდათ ყველაზე პატარა დამთვალიერებლებს.

გამოფენის ორგანიზატორებმა  მათთვის სპეციალური კუთხე მოაწყვეს და დაგეგმეს საგანამანთლებლო-შემეცნებითი პროგრამები. გამოფენა სპორტის სასახლეში სამ დღეს გაგრძელდა. მისი ორგანიზატორი კომპანია ექსპო-ბათუმია. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი