უკრაინაში, რუს ოკუპანტებთან ბრძოლას კიდევ ორი ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ლეგიონი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, გარდაცვლილები არიან ნოდარ ნასიროვი და გიორგი გოგიაშვილი.
არსებული ინფორმაციით, ისინი ფრონტის ხაზზე საბრძოლო დავალების შესრულების დროს დაიღუპნენ.