ბოლივიის დედაქალაქში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა. ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ჰუაილანი ადიდდა და ნაპირიდან გადმოვიდა, რის შედეგადაც სულ მცირე 1 ადამიანი დაიღუპა.
დაიტბორა ლა პასის ქუჩები და საცხოვრებელი სახლები. ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა.
მიმდინარეობს სამძებრო სამაშველო სამუშაოები.