ტურისტული ქალაქის ტერიტორიაზე კიდევ ერთი ავარიული სახლის დემონტაჟი დაიწყო. მაიაკოვსკის #3 ნომერში ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის 15 მილიონი ლარი იხარჯება, აღნიშნულ ტერიტორიაზე ძველ სახლს ახალი კორპუსით ჩაანაცვლებენ, მანამდე კი აქ მცხოვრები 45 ოჯახი დროებით მერიამ ქირით გაიყვანა.
ბათუმში ავარიული სახლების პროგრამისთვის ერთი კონტრაქტის ფარგლებში 78 მილიონი ლარი იხარჯება, ხოლო მეორე და მესამე კონტრაქტის ფარგლებში 30 მილიონამდე.
მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში განმარტავენ, რომ „ავარიული სახლების ახლით ჩანაცვლების„ პროგრამის ფარგლებში 26 მაისის, გრიშაშვილის და კვინიტაძის ქუჩებზე დაწყებული მშენებლობები რამდენიმე თვეში დასრულდება.