ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გაეროს ქალთა ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში საუბარია, რომ საქართველოში, აუნაზღაურებელი ზრუნვის საქმეს ქალები 5-ჯერ მეტ დროს უთმობენ, ვიდრე კაცები. ორგანიზაციები წერენ, რომ ეს ქალებს პროფესიული წარმატების მიღწევისა და საჯარო თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვისთვის ნაკლებ დროს უტოვებს. განცხადებაში აღნიშნულია რომ ახლა, როდესაც მსოფლიო არაერთი კრიზისის წინაშე დგას, გენდერული თანასწორობის მიღწევა კიდევ უფრო გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს.