ჩემპიონატი ჭადრაკში 

05 მარტი 2024, 20:03 799 ნახვა

რატი დიასამიძემ ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. აჭარის საჭადრაკო კლუბ „ნონას“ აღზრდილი მოჭადრაკე ქვეყნის ჩემპიონი პირველად გახდა, მანამდე კი ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები ჰქონდა მოპოვებული.

ბათუმელმა მოჭადრაკემ ამ გამარჯვებით ევროპის ჩემპიონატის საგზური მიიღო, რომელიც ირლანდიაში გაიმართება.

ევროპის ჩემპიონატამდე რატი მის უმცროს მეგობარს ვაჩე მელაძეს, საქართველოს ჩემპიონატისთვის მომზადებაში ეხმარება.

15-წლამდელებს შორის მარიამ ცეცხლაძემ ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ლულუ დიასამიძე კი 13-წლამდელებში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი