ისრაელის საკალათბურთო სუპერლიგის მე-18 ტურის მატჩში ჯო ტომასონის „მაკაბიმ“ „ელიათს“ 85:70 მოუგო. საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელის საუკეთესო მატჩი იყო ახალ გუნდში. ჯომ 21 წუთში გუნდს 8 ქულა შესძინა. მის ანგარიშზე 6 პასი და 1 მოხსნაა. აღსანიშნავია, რომ თელავიველებმა ელიათში სულ 8 კალათბურთელით ითამაშეს. მაკაბი სუპერლიგის ლიდერია თელ ავივის ჰაპოელთან ერთად. ჯო ტომასონის გუნდი 10 მარტს იერუსალიმის ჰაპოელს მასპინძლობს, თუმცა მანამდე, 7 მარტს ევროლიგის მატჩი ელის კაუნასის ჟალგირისთან.