სუროგატი დედების მშობიარობასა და საკეისრო კვეთას სახელმწიფო აღარ დააფინანსებს

05 მარტი 2024, 11:37 261 ნახვა

სუროგატი დედების მშობიარობასა და საკეისრო კვეთას სახელმწიფო აღარ დააფინანსებს.

შესაბამისი ცვლილება შევიდა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

„პროგრამის ფარგლებში არ ანაზღაურდება სუროგატული დედის მშობიარობა/საკეისრო კვეთის ხარჯები“, – აღნიშნულია საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სუროგატი დედების მიერ გაჩენილი ბავშვების რაოდენობა იზრდება. 2018 წელს, სუროგაციით გზით დაბადებულ ახალშობილთა რიცხვი დაახლოებით 500 თუ იყო, 2022 წელს მაჩვენებელი თითქმის გაორმაგდა და 1000-ს გადააჭარბა.

დღეის მდგომარეობით, დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით სერვისს 19 დაწესებულება ახორციელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში