სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადება

19 მარტი 2017, 00:00 2216 ნახვა

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, თავი შეიკავოს სურსათის შეძენისაგან ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული შენახვისა და რეალიზაციის სათანადო პირობები. “ტემპერატურის მატებასთან ერთად იზრდება სურსათით ინტოქსიკაციის რისკი. განსაკუთრებით საშიშია არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში მაღალი რისკის შემცველი სურსათის - ხორცის და ხორცპროდუქტების, თევზის, რძის და რძის ნაწარმის, კვერცხის, მალფუჭებადი საკონდიტრო პროდუქტების შეძენა. სურსათის ეროვნული სააგენტო გაფრთხილებთ, არასათანადო პირობებში განთავსებული სურსათი საფრთხეს უქმნის თქვენს ჯანმრთელობას!“ – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც სააგენტომ ფეისბუქის გვერდზე გაავრცელა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი