„ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონატში „იუვენტუსს“ უმასპინძლა და ხვიჩა კვარაცხელიასა და ჯაკომო რასპადორის გოლებით 2:1 დაამარცხა.
"მიხარია, რომ ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი ძველ ფორმას უბრუნდებიან. მიზეზთა გამო მათ დაკარგული ჰქონდათ კონდიციები. ჯერ მაქსიმუმისთვის არ მიუღწევიათ, მაგრამ მთავარია, სწორ გზაზე დგანან", - თქვა "ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ.
„ნაპოლი“ 27 ტურის შემდეგ 43 ქულით მე-7 პოზიციაზე დაწინაურდა და ევროტურნირებზე გამსვლელთა ზონას მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ზონას – 8 ქულით. ხვიჩა კვარაცხელიამ კი ზედიზედ ორ შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.
სულ კი მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას უკვე 9 გოლი და 4 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.