შოვში, 3 აგვისტოს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, მემორიალი დაიდგმება

04 მარტი 2024, 10:23 671 ნახვა

კურორტ შოვში, 3 აგვისტოს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, მემორიალის დადგმა იგეგმება. ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან გამოითქვა მოსაზრება, რომ მემორიალი რკინის წყლის მიმდებარედ განთავსდეს, ასევე, განიხილეს რამდენიმე ალტერნატიული მდებარეობაც.

შერჩეული ადგილების გადამოწმება სპეციალისტებთან ერთად მოხდება. მემორიალის შექმნის თაობაზე კონკურსს სპეციალური კომისია გამოაცხადებს.

2023 წლის 3 აგვისტოს რაჭაში, შოვის ტერიტორიაზე მეწყერი ჩამოწვა, რასაც 32 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი