ტენდერი ავარიული სახლების გამაგრებაზე 

03 მარტი 2024, 20:03 958 ნახვა

ბათუმში არსებული ავარიული სახლების გამაგრებისთვის  გამოცხადებული ტენდერი დასრულდა. სატენდერო პირობების მიხედვით ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ქალაქის ტერიტორიაზე 3  ავარიული სახლი 2024 წლის ბოლომდე უნდა გაამაგროს. 

სახელშეკრულებო ღირებულება 2 მილიონ ნახევარ ლარზე შეადგენს.  ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში აცხადებენ, რომ ავარიული სახლის შესწავლისთვის უწყებაში ბოლო 2 წლის განმავლობაში 470-მდე განცხადება შევიდა, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა 250-მდე მისამართზე არსებული სახლი შეისწავლეს, შესაბამისი დასკვნები კი ამხანაგობებს გაეგზავნა.  

დასკვნებში აღნიშნულია რომ სახლების ნაწილი გამაგრებას ექვემდებარება, ნაწილი  კი დემონტაჟს საჭიროებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში