„გიზ-გიზი“ მესტიაში გრძელდება

03 მარტი 2024, 17:05 460 ნახვა

ფესტივალ გიზ-გიზის მესამე დღე მესტიაში,  სეტის მოედანზე ადგილობრივებსა და სვანეთის სტუმრებს კერძების დაგემოვნება, ადგილობრივი ნაწარმის შეძენა და გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობა შეუძლია.

ტერიტორიაზე მოწყობილია სამეწარმეო ბაზარი, კვების სივრცეები.

ფესტივალი გიზ-გიზი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი პროექტია და მიზანი ზამთრის კურორტების პოპულარიზაციაა.

მესტიის შემდეგ ფესტივალი ბაკურიანში გადაინაცვლებს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი