3 მარტი დედის დღეა 

03 მარტი 2024, 12:08 654 ნახვა

3 მარტი დედის დღეა. დღესასწაულს ქვეყანა სხვადასხვა ღონისძიებით ხვდება. 3 მარტის აღნიშვნა საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა. 

პირველი პრეზიდენტის გადაწყვეტილება 1991 წელს ქვეყნის უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა.  

დედის დღეს საქართველოში ქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტი უნდა შეეცვალა, თუმცა 3 მარტი, როგორც დედის დღე ცალკე აღინიშნება.  

თარიღთან დაკავშირებით ბათუმში პლაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, მხოლოდ ერთი დღით  გარე ვაჭრობა დაიშვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი