ქობულეთში, სოფელ ოჩხამურში, ე.წ. აგურ-ქარხნის დასახლებაში ბალახს და ხე-მცენარეებს ცეცხლი უკიდია. ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი რკინიგზის ლიანდაგებს მიუახლოვდა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები არიან მობილიზებულები.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ხანძრის ქრობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
მათივე ცნობით, ხანძარი დასახლებული პუნქტისგან მოშრებითაა და მოსახლეობას საფრთხე არ ემიქრება.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი, სავარაუდოდ, ფერმერების მიერ, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების წვის პროცესი გახდა.