საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, რევაზ ჯაველიძემ თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციაში ადასტურებენ.
რევაზ ჯაველიძე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად 2022 წლის 10 მაისს დაინიშნა.
დღესვე თანამდებობა დატოვა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმაც.