დღეიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი დასრულდა, შესაბამისად, ნადირობა იკრძალება.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აცხადებს, რომ უკანონო ნადირობის პრევენციის მიზნით, 1 მარტიდან კონტროლს 24-საათიან რეჟიმში განახორციელებს.
ფრინველის უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში, საჯარიმო თანხას, გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხაც ემატება. თუ მოპოვებული ნანადირევით გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, პირის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი განიხილება.
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში გაიხსნება.