მოსახლეობასთან, რომელიც გუშინ თამარის დასახლებაში ეკომიგრანტებისთვის განკუთვნილ საცხოვრებელში შეიჭრა, მოლაპარაკება ამ ეტაპზე დასრულებულია. რეგიონის ხელისუფლება მათ დაჰპირდა, რომ საცხოვრებელი სახლების შესწავლას გეოლოგები უახლოეს დღეებში დაიწყებენ, რის შემდეგაც გადაწყდება, ვინ დაექვემდებარება განსახლების პროგრამას. შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუთურაულის მცხოვრებლები, ასევე სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ჩამოსული სოციალურად დაუცველი ოჯახები შენობაში ღამით შეიჭრნენ და რამდენიმე საათიანი მოლაპარაკების შემდეგ დატოვეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. მოლაპარაკებები აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმა, ასევე ქალაქის მერმა გამართეს. ბუთურაულის მკვიდრები ამბობენ, რომ მეწყერსაშიშ, ე.წ. წითელ ზონაში ცხოვრობენ, ისინი საცხოვრებელს ითხოვენ.