საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია მეორე შეხვედრაშიც დაამარცხა

28 თებერვალი 2024, 17:13 773 ნახვა

საქართველოს ქალთა საფეხბურთო ეროვნულმა ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და მეტოქე მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა.

მიხეილ მესხის სათადარიგო სტადიონზე გამართულ შეხვედრაში, ერთადერთი გოლი პირველი ნახევრის მე-16 წუთზე თამარ ტატუაშვილმა გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ ირის ატმანის გუნდმა რამდენიმე დღის წინ, ჩრდილოეთ მაკედონიასთან პირველი ამხანაგური მატჩი დამაჯერებელი ანგარიშით 3:0 მოიგო.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი