ჩხრეკა ალენ დელონის სახლში 

28 თებერვალი 2024, 14:01 455 ნახვა

ფრანგი მსახიობის ალენ დელონის საცხოვრებელი სახლიდან სამართალდამცველებმა 72 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი და 3 000-ზე მეტი ტყვია ამოიღეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

პროკურატურის განმარტებით, 88 წლის ალენ დელონს იარაღის ფლობის ნებართვა არ ჰქონდა.

მედიის ცნობით, მსახიობი 2019 წელს გადატანილი ინსულტის შემდეგ ბოლო წლებში ჯანმრთელობის პრობლემებს უჩივის, თუმცა არ საჯაროვდება კონკრეტულად რა დაავადებაზეა საუბარი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი