უნგრეთის ქალაქ დიორში 10 მეტრზე პნევმატური იარაღიდან სროლაში ევროპის ჩემპიონატზე ახალგაზრდა შერეულ წყვილებს შორის ისტორიაში პირველად, საქართველოს ნაკრებმა ოქროს მედალი მოიპოვა.
მარიამ ფროდიაშვილმა და გიორგი მუმლაძემ ფინალში გერმანელების წყვილი – ცელინა ბეკერი და ედუარდ ბაუმაისტერი ანგარიშით 17:15 დაამარცხეს და ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.