ბათუმის ბულვარს ახალი სკვერი შეემატა

26 თებერვალი 2024, 18:32 622 ნახვა

ბათუმის ბულვარს ახალი სკვერი შეემატა. დასასვენებელი სივრცე ძველ ბულვარში, კოლონადას მიმდებარედ, 2 000 კვ.მ ფართობზე მოეწყო. ინფორმაციას ამის შესახებ ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით პროექტის ფარგლებში, განთავსდა საბაღე ინფრასტრუქტურა, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, ბორდიურები, დეკორატიული ქვიშის ორნამენტული საფარი და დამონტაჟდა გარე განათების სისტემა.

უკრაინელი საზოგადო მოღვაწეების ბიუსტებს კაპიტალური რეკონსტრუქცია ჩაუტარდა, მარმარილოს ქვით მოპირკეთდა პედესტალები. სკვერის ტერიტორია ახალი მწვანე ნარგავებით შეივსო.

პროექტის შედეგად, მნიშვნელოვნად გააუმჯობესდა არსებული ტერიტორიის იერ-სახე და დამატებით, კიდევ ერთი მიზიდულობის ადგილი შეიქმნა ბაღის ვიზიტორებისთვის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი