ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე ხანძარია

26 თებერვალი 2024, 15:10 2129 ნახვა

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე ხანძარია.  არსებული ინფორმაციით, ცეცხლი თავდაპირველად საბურავების საწყობში გაჩნდა და  მალევე საცხოვრებელ კორპუსზე  გავრცელდა.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი და მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზების სამუშაოები. ტერიტორია სამართალდამცველებს ყვითელი ლენტით აქვთ შემოსაზღვრული.

არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. შენობიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.  ადგილობრივები ამ დროისთვის გარე პერიმეტრზე იმყოფებიან.

მობინადრეების განმარტებით, რამდენიმე ოჯახს საცხოვრებელი ფართი და საყოფაცხოვრებო ნივთები სრულად გაუნადგურდა.

ადგილზე იმყოფებიან მერიის წარმომადგენლები. ვიცე-მერის განმარტებით, მოსახლეობისთვის მიყენებულ ზარალს შესაბამისი კომისია დაითვლის, განიხილავს და შესაბამისად მოხდება დახმარების გაწევა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში