უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის ფრონტზე 94 სამხედრო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

26 თებერვალი 2024, 10:25 350 ნახვა

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის, გასული 24 საათის განმავლობაში ფრონტზე 94 სამხედრო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მტერმა განახორციელა 11 სარაკეტო და 98 საჰაერო დარტყმა, 129 შეტევა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან.

"განადგურდა და დაზიანდა მრავალსართულიანი და კერძო შენობები, ასევე სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურული ობიექტები.

ბოლო 24 საათის განმავლობაში და ამ ღამით, რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთხელ შეუტიეს უკრაინას ბალისტიკური და საკრუიზო რაკეტებითა და კამიკაძე-დრონების გამოყენებით. წინასწარი ინფორმაციით, უკრაინის დამცველებმა გაანადგურეს 3 რაკეტა და 9 შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი"- აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, დღის განმავლობაში თავდაცვითი ძალების ავიაციამ დარტყმები განახორციელა 7 უბანზე, სადაც მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობა იყო კონცენტრირებული. უკრაინის დამცველებმა ასევე გაანადგურეს 3 რაკეტა და 9 შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი