თანამშრომლობის მემორანდუმი დრამატულ თეატრსა და სასწავლებლებს შორის

25 თებერვალი 2024, 11:52 676 ნახვა

ბათუმის დრამატულმა თეატრმა ქალაქში არსებულ ოთხ უმაღლეს სასწავლებელთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმი მოიცავს სტუდენტების აქტიურ ჩართულობას თეატრალურ ცხოვრებაში.

სტუდენტებისთვის იქნება, როგორც სპეციალური ფასები ბილეთებზე, ასევე იქნება სპეციალური სტუდენტური დღეები.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, სახელმწიფო საზღვაო აკადემიამ, ნავიგაციის და ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტებმა. 

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში