პარიზში ისრაელ-„ჰამასის“ სამშვიდობო მოლაპარაკებები დასრულდა

24 თებერვალი 2024, 20:53 463 ნახვა

პარიზში ისრაელ-„ჰამასის“ სამშვიდობო მოლაპარაკებები დასრულდა.

როგორც უცხოური მედია იუწყება, ისრაელის, აშშ-ის, ეგვიპტისა და კატარის წარმომადგენლებმა ღაზაში ცეცხლის დროებით შეწყვეტასთან დაკავშირებით, „შეთახნმების მონახაზს“ მიაღწიეს. 

პარიზში მიღწეული პროგრესი შესაძლებელს გახდის, მედიატორებმა „ჰამასს“ შეთანხმების განახლებული ჩარჩო შესთავაზონ. აღნიშნული მონახაზი, დასამტკიცებლად, ჯერ ისრაელის ომის კაბინეტს, შემდეგ, მინისტრთა გაფართოებულ კაბინეტს წარედგინება.

მოლაპარაკებების შემდეგი ეტაპი ფოკუსირებული იქნება ძირითად საკითხებზე, მათ შორის, ტყვეების გაცვლასთნ დაკავშირებით.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, ვაშინგტონს შეთანხმების გაფორმება უახლოეს ორ კვირაში, რამადანის დაწყებამდე სურს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ახლა კატარელ და ეგვიპტელ შუამავლებზეა დამოკიდებული, „ჰამასი“ განახლებულ პირობებზე დაითანხმოს, რომელიც მათ 40 ისრაელელი მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ, ექვსი კვირით ცეცხლის შეწყვეტას და ასობით პალესტინელი პატიმრის გათავისუფლებას ითვალისწინებს.

ინფორმაციას უკვე ადასტურებენ „ჰამასშიც“. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი