ქართული რადიოს დღე

23 მაისი 2016, 00:00 6540 ნახვა

დღეს ქართული რადიოს დღეა. თარიღი რადიო ასოციაციამ დააწესა. პირველი საცდელი გადაცემა ეთერში 1925 წლის 23 მაისს გადაიცა. საცდელი პერიოდის შემდეგ რადიო რეგულარულ მაუწყებლობაზე 1927 წლის თებერვლიდან გადავიდა. თავდაპირველად ეთერში მხოლოდ საუბარი და ცოცხალი მუსიკალური ჩანაწერები გადიოდა. მრავალი წლის განმავლობაში რადიო უალტერნატივო მაუწყებლად რჩებოდა, თუმცა მან მსმენელი ტელევიზიის ამოქმედების შემდეგაც შეინარჩუნა. ამ თარიღს ყოველწლიურად განსაკუთრებით აღნიშნავენ აჭარის რადიოს თანამშრომლები. ბოლო პერიოდში აჭარის რადიოში არა ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში