საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ, კოჯორ-ტაბახმელასთან გამართულ ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნება. იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ეს დღე ნიშნავს, რომ ქართველი ერი არასდროს ურიგდება იყოს დაქვემდებარებული, ოკუპირებული ქვეყანა, იყოს ქვეყანა, რომელსაც განიხილავენ როგორც ნაწილს და პროვინციას. თბილისის სამხედრო სკოლის იუნკერებმა რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის, თებერვლის ხუთდღიან ბრძოლებში სამშობლოს დასაცავად თავი გასწირეს.
კოჯორსა და ტაბახმელაში რუსეთის მე-11 არმიასთან უთანასწორო შეტაკებები ქვეყნის გასაბჭოებით, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ემიგრაციაში წასვლით და კომუნისტური მმართველობის დამყარებით დასრულდა, თუმცა ეროვნულ არმიასთან ერთად მებრძოლი ქართული სამხედრო სასწავლებლის სტუდენტების თავგანწირულმა ბრძოლამ რიცხობრივი უპირატესობის მიუხედავად, მოწინააღმდეგეს პოზიციები არაერთხელ დაათმობინა და უკან დაახევინა.
საქართველოში იუნკერების ხსოვნის დღე 2010 წლიდან აღინიშნება.