თამარის დასახლებაში მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია ერთი დღით შეაჩერეს. აქციის მონაწილეებს დღეს ბათუმის ვიცე მერი ლევან დავითაძე შეხვდა. შეხვედრაზე აქციის მონაწილეებმა დაპირება მიიღეს, რომ სტადიონის მშენებლობასთან დაკავშირებით კომპანიასთან მოლაპარაკებებს მართავენ, ასევე შეისწავლიან სხვადსხვა ლოკაციას,სადაც სტადიონის მშენებლობა მოხერხდება და ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდება. აქციის მონაწილეები დაზუსტებულ პასუხს ხვალამდე ელოდებიან.
ცნობისთვის, თამარის დასახლებაში მცხოვრებლები საპროტესტო აქციებს 2 წელია პერმანენტულად მართავენ.
100-მდე ოჯახი ე.წ. ბიტმაშის დასახლებაში , ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე დაგეგმილ მშენებლობას აპროტესტებს. აქციის მონაწილეები აღნიშნულ ტერიტორიაზე სტადიონის და ბავშვთა გასართობი სივრცის მოწყობას ითხოვენ.
თამარის დასახლებაში მცხოვრებლები გვიყვებიან, რომ რეკრეაციული სივრცის მოწყობის დაპირება ხელისუფლებისგან არაერთხელ მიიღეს, თუმცა დაპირების მიუხედავად, ტერიტორია გასხვისდა.
კომპანია ''ნაზილბემ'' აღნიშნული ტერიტორია 2021 წელს უპირობო აუქციონით შეიძინა.